logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბლოგი

5 Feb

მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები

კამბოჯის ჯუნგლებში არსებულმა ანკგორ ვატმა მოიპოვა მსოფლიოს მე-8 საოცრების წოდება. მისმა არქიტექტურულმა დიდებულებამ და კულტურულმა მნიშვნელობამ დაჩრდილა თვით იტალიური პომპეიც კი. ეს ჩინებული სატაძრო კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. უძველესი სამყაროს შვიდი საოცრება (მაგალითად, გიზის პირამიდა ან ბაბილონის დაკიდული ბაღები) აჩვენებს ანტიკურობის არქიტექტურულ საკვირველებას. ახლახანს ჩატარებულმა საყოველთაო გამოკითხვამ გამოავლინა თანამედროვეობის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები. მათ ჩამონათვალში მოხვდა ჩინეთის დიდი კედელი, "მხსნელი ქრისტეს" ქანდაკება რიო-დე-ჟენეიროში, ტაჯ-მაჰალი. მსოფლიოს შვიდი საოცრების უძველესი ნუსხა შედგენილია იმ გზამკვლევთა საფუძველზე, რომლებიც ცნობილი იყო ელინელ ექსკურსანტებს შორის. აქედან გამომდინარე, ხსენებულ სიაში მოხვდა მხოლოდ ის ნაგებობები, რომლებიც განთავსებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და...

26 Jan

მსოფლიოს გასაოცარი ადგილები

პატარა ინდოეთი ("Little India") - სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. ეს უნიკალური რაიონი წარმოადგენს ინდური კულტურის განსახიერებას, სადაც აღდგენილია ქვეყნის ადათები და ტრადიციები. აქაურობის ყველაზე საგულისხმო ღირსებად ითვლება არომატების, ფერებისა და ხმების მრავალფეროვნება. პატარა ინდოეთში ყოფნისას აღმოაჩენთ დიდებულ ტაძრებს, მაღაზიებს, რესტორნებსა და ბაზრობებს, სადაც შეგეძლებათ ნამდვილ ინდურ სამზარეულოსთან ზიარება, ფერადი ქსოვილების და სამკაულების შეძენა, ან უბრალოდ განუმეორებელი ატმოსფეროთი დატკბობა. [caption id="attachment_8377" align="alignnone" width="3000"] პატარა ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა შრი ვეირაბრახჰმას ტაძარი, რომელიც მიძღვნილია ღვთაება ვიშნუსადმი. ასევე უცილობლად უნდა მოინახულოთ რენგუნატჰას შადრევანი, ის ქალაქის უძველეს ძეგლად მიიჩნევა და არის აყვავებისა და კეთილდღეობის...

26 Jan

სურეალისტური ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

სალარ-დე-უიუნი - დამშრალი მარილის ტბა ალტიპლანოს ქვიშიან პლატოზე, რომელიც განლაგებულია ბოლივიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ძევს ანდების მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 3560 მ სიმაღლეზე. მის ფსკერზე მარილის იმოდენა მარაგია, რომ დედამიწის მთელს მოსახლეობას კიდევ ტრილიონობით წელი ეყოფა. სალარ-დე-უიუნის დანალექების სისქე 8 მეტრს აღწევს. წვიმიან სეზონზე ის იფარება წყლით და მსოფლიოს უდიდეს სარკედ იქცევა. დაახლოებით 40 ათასი წლის წინ სალარ-დე-უიუნი იყო მინჩინის ტბის ნაწილი, რომელიც კიდევ უფრო ადრე გამოეყო უძველეს ყინულოვან წყალსატევს - ბალივიანს. მის ცენტრში განთავსებულია რამდენიმე "კუნძულაკი", რომლებიც წარმოადგენს უძველეს ვულკანთა ნარჩენებს. ახლა მათი ზედაპირი დაფარულია მინერალური გაქვავებულობებითა და წყალმცენარეებით. სალარ-დე-უინის უზარმაზარი ეკონომიკური...

2 Jan

მალტა

მალტის რესპუბლიკა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყანა შედგება სამი დასახლებული კუნძულისგან, ესენია: მალტა, გოზო და კომინო. მალტა მოიცავს კომინოტოს, ფილფლას და წმინდა პავლეს კუნძულებს. სახელმწიფოს არ გააჩნია სახმელეთო საზღვრები, მისი უახლოესი საზღვაო მეზობელია სიცილიის კუნძული. ქვეყანა განთქმულია ულამაზესი პლაჟებით, გასაოცარი ღირსშესანიშნაობებით, მდიდარი კულტურული და კულინარიული ტრადიციებით. მალტის ისტორია ითვლის გარდამტეხი მოვლენებით სავსეს ათასწლეულებს. უძველესი ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ თავდაპირველად სახლობდნენ კართაგენელები. ძვ.წ. 218 წელს კუნძულზე გამოჩნდნენ რომაელები, რომლებიც მალტას ოთხ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვით 870 წელს აქ გაბატონდნენ არაბები. 1530 წელს იმპერატორმა კარლ მეხუთემ მალტა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ორდენს აჩუქა,...

16 Dec

მსოფლიოს სურათოვანი და წარმტაცი ადგილები

ტოსკანის უკიდურეს სამხრეთში, სოფელ გრავიკიოს მახლობლად, მდებარეობს ცნობილი ტაროს ბაღი, რომლის დამფუძნებლები არიან: მხატვარი და სკულტპრი ნიკი დე სენ-ფალი, ასევე მისი მეუღლე - სურეალისტი ჟან ტინგელი. უნდა აღინიშნოს, რომ ცოლ-ქმრის გამორჩეულად განთქმული ნამუშევარია პარიზში არსებული სტრავინსკის შადრევანი. პარკის მშენებლობამ და გაშენებამ თითქმის 20 წელს გასტანა. ბაღს ამშვენებს 22 ნაირფრად შეღებილი მონუმენტური სკულპტურა, რომლებიც ტაროს კარტების სხვადასხვა ელემენტის სიმბოლოებად გვევლინება. მოზაიკებით, შუშით და კერამიკით მორთული ქანდაკებების სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღწევს. პირველი არკანი (ჯადოქარი) განასახიერებს ღვთიურ საწყისს, ენერგიის გარდაქმნას. სკულპტურა შექმნილია მინის მოზაიკისგან, უზენაესი გონის სისუფთავისა და სიდიადის საჩვენებლად. ყოფითი ცხოვების თვალსაზრისით,...

29 Nov

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და მხატვრული ადგილია. მდინარე სენას ნაპირებზე გადაჭიმულ ქალაქს გამოარჩევს მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მუზეუმი, სასახლე, ტაძარი და მოდური ქუჩა. პარიზი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად. მოკირწყლული ქუჩები, უნაკლოდ სუფთა პროსპექტები, ჩინებული კაფეები და რესტორნები, სიმშვიდის მომგვრელი ამინდი ხსენებულ ქალაქს აქცევს ადგილად, რომლის მონახულების ცდუნებასაც ძნელია გაუძლოს ადამიანმა. პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ეიფელის კოშკი, ლუვრის და ორსეს მუზეუმები, ტრიუმფალური თაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, გარნიეს სასახლე, საკრე-კიორის ბაზილიკა. იქ ყოფნისას შეგიძლიათ გაიაროთ ელისეის მინდვრების ავენიუზე, ნავით გაისეირნოთ მდინარე სენაზე ან საყვარელ ადამიანთან ერთად სადღეგრძელო შესვათ ეიფელის კოშკის მაღალ სართულზე. რომი ულამაზესი...

29 Nov

მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ადგილები

ამაზონის ტროპიკული ტყე გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ესენია: ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, სურინამი, პერუ, კოლუმბია, ბოლივია, გაიანა და ფრანგული გვიანა. საერთაშორისო შეფასებით, იქ არსებული 390 მილიარდამდე ხე გამოჰყოფს ჟანგბადის მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 20%-ს, რის გამოც ტროპიკულ ტყეს დაერქვა "დედამიწის ფილტვები". აშშ-ის რუკაზე ეროვნული პარკი "ოლიმპიკი" განლაგებულია ვაშინგრონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამოსახელე კუნძულზე. 1976 წელს მან მიიღო საერთაშორისო ბიოსფერული ნაკრძალის სტატუსი, მოგვიანებით კი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი. მის ცენტრალურ ნაწილში აზიდულია ოლიმპიკის მთები. ადგილობრივი კლიმატური პირობების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა მთაგრეხილმა, სწორედ ამის გამო განსხვავდება ამინდი პარკის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში....

25 Nov

ორდღიანი ექსკურსია ქალაქ პორტუში

პირველი დღე / დილა / ბაიშას რაიონი უმჯობესია, ექსკურსია პორტუს გარშემო დაიწყოთ ბაიშას რაიონით (ამ სახელწოდების უბანი გვხვდება როგორც ლისაბონში, აგრეთვე პორტუშიც), რადგან აქ თავმოყრილია ქალაქის მრავალი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა. ეს უბანი მოიცავს პრასა-და-ლიბერდადეს (ითარგმნება, როგორც "თავისუფლების მოედანი") ვეებერთელა მოედანს, რუა დე სანტა კატარინას ხმაურიან სავაჭრო ქუჩებს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ჩქეფს ღამის ცხოვრება. რაიონის ძირითად არქიტექტურულ ობიექტებს მიეკუთვნება: კლერიგუსის კოშკი (მის თავზე ასასვლელად 240 საფეხური უნდა აიაროთ); ნეო-გოთიკურ სტილში შესრულებული მერიის შენობა - "Camara Municipal do Porto"; დუ კარმუს ეკლესია; მერკადუ-დუ-ბოლიაოს ბაზრობა; წიგნების მაღაზია - "Livraria Lello", რომლის მოტივებზეც დაიწერა წიგნები ჰარი...

22 Nov

3 დღეში მოვლილი ლისაბონი

პირველი დღე / დილა ბაიშას რაიონი პორტუგალიის გრანდიოზული ცენტრია, რომელიც მდიდარია მოედნებითა და ხალხმრავალი სავაჭრო პროსპექტებით. 1755 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ის სრულად განადგურდა, მისი რეკონსტრუქციისას შეიქმნა მსოფლიოს პირველი ბადისებრი დაგეგმარება. ბაიშას სამხრეთ ნაწილში განთავსებულია პრასა-დუ-კომერსაუს მოედანი, რომელიც გაჰყურებს სადუს ესტუარიას. სწორედ ის იყო ლისაბონის თავდაპირველი სავაჭრო ცენტრი. მოედნიდან იწყება რუა-აუგუსტას ქუჩა, სადაც ჩამწკრივებულია კაფეები, მაღაზიები და რესტორნები. აქ ყოფნისას არ გამოგრჩეთ რუა-აუგუსტას თაღის სამზერ მოედანზე ასვლა. რუა-აუგუსტას  გაყოლებაზე შეხვდებით ნეოგოთიკურ სტილში შესრულებულ სანტა ჟუშტას ლიფტს, რომლითაც შეძლებთ ლისაბონის ციცაბო ფერდობზე ასვლას. ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს როსიოს მოედანი, რომელსაც ლისაბონის მაცხოვრებლები ქალაქის შუაგულად...

13 Nov

ესპანეთის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები

ესპანეთის მოედანს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს საქალაქო ფორუმად მოიხსენიებენ. ის ძველთაძველი სასახლის კომპლექსს წააგავს. "Plaza de Espania" წარმოადგენს მასშტაბურ არქიტექტურულ ანსამბლს, რომელიც სამხრეთ სევილიაში ააგეს სპეციალურად იბერიულ-ამერიკული გამოფენის ჩასატარებლად. ის არის უშუალოდ მარია-ლუიზას პარკის გაგრძელება. მოედნის მშენებლობა წამოიწყო მეფე ალფონსო XIII-მ ჯერ კიდევ 1914 წელს, პროექტის მთავარი ხელმძღვანელები კი იყვნენ ცნობილი ესპანელი არქიტექტორები - ანიბალ გონსალენი, ხოსე კასო და აურელიო მილანო. ფორუმის ფორმა ატარებს მკვეთრად გამოხატულ სიმბოლურ დატვირთვას. შემქნელთა განმარტებით, ეს თვით ესპანეთის სამეფოა, რომლის ერთი მხარე ეხვევა თავის ზღვისიქითურ ტერიტორიებს, მეორე კი ცნობისმოყვარედ გასცქერის ახალ სამყაროს. ესპანეთის მოედნის შემთხვევაში გამოყენებულია ორი...

11 Nov

ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები

წმინდა ოჯახის ("საგრადა ფამილია") ტაძარი მდებარეობს ბარსელონის ცენტრში. ანტონიო გაუდიმ ამ გენიალური ქმნილების შექმნას თავისი სიცოცხლის თითქმის ორმოცი წელი შესწირა. ხუროთმოძღვარი დაიბადა ესპანური კატალონიის ქალაქ რეუსში. უფრო ძმების, დისა და დედის დაღუპვის შემდეგ ანტონიო მამასთან ერთად გადაცხოვრდა ბარსელონაში, სადაც შევიდა არქიტექტურის პროვინციულ სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან მხაზველად დაიწყო მუშაობა ცნობილ ხუროთმოძღვრებთან, ემილიო სალასთან და ფრანცისკო ვილიართან. ახალგაზრდა არქიტექტორმა პირველი წარმატება მოიპოვა მაშინ, როცა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე წარადგინა რკინისა და მინისგან გამოჭედილი ვიტრინა. იმხანად ევროპაში ნეოგოთიკური სტილი ყვაოდა. პრინციპი - "დეკორატიულობა - არქიტექტურის დასაწყისია" სრულებით ემთხვეოდა გაუდის ხედვებს და...

17 Oct

კრუიზის უპირატესობები

კრუიზი - დასვენების შესანიშნავი ვარიანტია მრავალფეროვანი არჩევანის გამო. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის კრუიზი, მორგებული ნებისმიერი ტიპის მოგზაურზე. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ იმგზავრონ განსხვავებული სიდიდის გემით - დაწყებული პატარა და ელეგანტურად მოწყობილი ლუქს კლასის ხომალდებით და დამთავრებული უზარმაზარი ლაინერებით. ქვემოთ გაგაცნობთ კრუიზების ძირითად უპირატესობებს. ხელმისაწვდომობა - იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც შედის კრუიზის საბოლოო ღრებულებაში, ის წარმოადგენს დასვენების ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტს. ხომალდი - არა მხოლოდ სამოგზაურო სასტუმრო, არამედ უგემრიელესი კერძების, სახალისო გასართობების, გამდიდრების ექსკლუზიური შესაძლებლობების წყაროა. ზოგიერთ კრუიზში ბავშვებს და დამატებით სტუმრებს უფასოდ ან დაბალი ტარიფებით მოგზაურობის საშუალება ეძლევათ. დანიშნულების ადგილების მრავალფეროვნება -...

7 Oct

ესპანური სამზარეულო

ესპანური სამზარეულოს ეროვნული კერძები გამოირჩევა ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. ძირითად კომპონენტებს, რომლებიც უკვე საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება, მიეკუთვნება: ნიორი, ხახვი, სანელებლები, ბევრი მწვანილი, ზეითუნის ზეთი. კულინარიული ტრადიციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფორმირდებოდა ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტაპასი პიცაზე ან პასტაზე არანაკლებ გემრიელია, თუმცა გამოცანად რჩება, რატომ ვერ მოიპოვა ამ ხემსმა ისეთივე პოპულარობა. ტაპასი წარმოადგენს პატარა ბუტერბროდებს. "Tapa" ესპანურიდან თარგმანში ნიშნავს "თავსახურს". სავარაუდოდ, კერძს ეს სახელი ეწოდა იმიტომ, რომ ჭიქაში ჩასხმულ ღვინოს ან ლუდს თავზე აფარებენ სენდვიჩებს. პაელია იქცა ესპანური გასტრონომიის ეტალონად და ერის სიმბოლოდ. მოკლედ მიმოვიხილოთ კერძის წარმოშობის ისტორია. აღსანიშნავია,...

7 Oct

ესპანური კულტურა და ტრადიციები

ტრადიციები - ესაა წინაპრების მემკვიდრეობა, ცოდნა და წეს-ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დამკვიდრებული ჩვეულებები ყოველი ერის იდენტობისა და კულტურის საკვანძო ელემენტებია. ესპანეთის ნაყოფიერი მიწები საუკუნეების განმავლობაში დასახლებული იყო სხვადასხვა ცივილიზაციით. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ამ დიდებული ევროპული ქვეყნის ისტორიაში: მრავალფეროვანი გასტრონომია, ისტორიული ძეგლები, სასახლეები, შუასაუკუნოვანი სიმაგრეები და მონუმენტები, კულტურული მოვლენები ერთიანდება საოცრებებით სავსე უძველეს მემკვიდრეობად. ესპანელები ითვლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ერად. მათ ღრმად სწამთ, რომ ცხოვრება იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანი მისით დატკბეს. ესპანელები მუდამ მომღიმრები, ენაგატლეკილები, ხმაურიანები და მხიარულები არიან. აღსანიშნავია, რომ მათი პრიორიტეტების სიაში არ შედის პუნქტუალურობა. ისინი ხშირად...

1 Oct

იტალია

იტალიაში მოგზაურობა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე განუმეორებელ გრძნობას მოგაგონებთ - გაზაფხულის მშვენიერ დღეს ან პირველ სიყვარულს. იტალია თავისი განთქმული არქიტექტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გარდა აღაფრთოვანებს ტურისტებს გრანდიოზული კუნძულებით, მყინვარებითა და ვულკანებით, ვენახებითა და ურბანული ლანდშაფტებით, რომლებიც შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. რომის, ვენეციის, ფლორენციის, ნეაპოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის საუნჯე განსაკუთრებულად იზიდავს ტურისტებს. ამგვარად, იტალიის თითოეული ქალაქი - მუზეუმია ღია ცის ქვეშ, ყოველი ქუჩა კი - ცოცხალი ისტორია. რომი იტალიის ისტორიული ცენტრია, მისი ვიწრო ქუჩებით, კოლიზეუმით, რომაული ფორუმით. ფლორენციაში არსებული უფიცის გალერეა ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული გალერეაა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში....

27 Sep

საუკეთესო სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ პერუში

პერუს, შესაძლოა, ეწოდოს მსოფლოს სუვენირების დედაქალაქი. წარმოუდგენელია, გაიაროთ ისეთ ადგილას, სადაც თქვენთვის ვინმემ ლამაზი ნითვთის მოყიდვა არ სცადოს. როცა ტურისტი პერუდან სამშობლოში ბრუნდება, მას თან ჩააქვს ფერადი ანდური მოხატულობების მქონე ქუდები, სვიტერები და პლედები. გთავაზობთ პერუს სახელგანთქმული სუვენირების გზამკვლევს. ჩუსტები ალპაკიდან ალპაკაში მსოფლიოში ყველაზე მოსახერხებელი ჩუსტები იყიდება. მათ ანდებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ფერადი პრინტები აქვს. როგორც კი მათ მოირგებთ, გეგონებათ, თითქოს ჰაერში დააბიჯებთ. ამ ჩუსტებში მოგზაურობა გაგიადვილდებათ და ეს შენაძენი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. ტექსტილები ვერსად ჩაუვლით გვერდს სუვენირების მაღაზიას, სადაც კლასიკური პერუული ტექტილი იყიდება. ისინი სილამაზით და თავისებურებით გამოირჩევა, ამიტომაც, მათი ხილვისას, ტურისტი მაშინვე...

You don't have permission to register